|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატო დანელია: „მხარს ვუჭერ "ქართული ოცნების“ კანდიდატებს"

ქუთაისის #47-ე სამაჟორიტარო ოლქში დამოუკიდებელმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნატო დანელიამ 8 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა.

მისი თქმით, არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა და რეალურად ის შედეგები დაიდო, რაც ამომრჩეველმა დააფიქსირა. დანელიამ მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. დანელიას განცხადებით, ეს გუნდი ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

„პირველ რიგში, მადლობა ჩემს ამომრჩევლებს, რომელთაც ხმა მე მომცეს. რაც შეეხება მეორე ტურს, მე არჩვნების შემდეგ შევხვდი გენადი მარგვალაშვილს, გავეცანი მის პროგრამას და ვთვლი, რომ  ძალიან კარგი პროგრამა აქვს. მხარს ვუჭერ მას“-განაცხადა დანელიამ. მისი თქმით, მომავალში სურვილის შემთხვევაში მზადაა ითანამშრომლოს მმართველ გუნდთან, თუმცა ამბობს, რომ ამ დრომდე რაიმე სახის კონსულტაცია არ ყოფილა.

ნატო დანელიამ პირველ ტურში 1 312 ხმა მიიღო, რაც მისი თქმით, დამოუკიდებელი კანდიდატისათვის, ისიც პირველ არჩევნებში, წარმატებაა.

შეგახსენებთ, ნატო დანელია  არჩევნებში მონაწილეობას თავდაპირველად გიორგი ვაშაძის "ახალ საქართველოსთან" ერთად გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ რაც პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა, მან კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა