|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნატო ქათამაძე საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს"

ქუთაისში, საკრებულოს სხდომაზე  ნატო ქათამაძის განცხადებას საკრებულოს წევრი ლელა ქელბაქიანი გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ  ქალაქში არ იმყოფება და სხდომაზე ამიტომაც ვერ დაესწრო. ქელბაქიანის განცხადებით, ნატო ქათამაძემ, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს საკუთარი დანაშაული, მის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. ქელბაქიანის განმარტებით, შეტყობინება კომისიის სხდომის ჩატარების შესახებ ქათამაძეს ისევე, როგორც სხვა დეპუტატებს, ელექტრონულად გაუგზავნა.

"მე ნატო ქათამაძეს ცილს არ ვწამებ, ეს თვითონ მწამებს ცილს, როდესაც პარტიების ცვლაში მადანაშაულებს. მოვითხოვ, დოკუმენტურად დამიდასტუროს მისი ბრალდება, ან ბოდიში მომიხადოს. ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ  ორი  ვარიანტი არსებობს ან ქათამაძემ არ იცის ელექტრო მეილის მოხმარება, ან არ ამოწმებს საჭირო ინფორმაციებს",-აღნიშნა ქელბაქიანმა.

ნატო ქათამაძემ დღევანდელ სხდომაზე ქელბაქიანი სხდომების ხშირი გაცდენის გამო გააკრიტიკა, მისი თქმით, სხდომის გამცდენი დეპუტატები ხელფასს არ უნდა იღებდნენ. მანამდე კი ქათამაძემ ქელბაქიანი საკებულოს კომისიის სხდომის მალულად ჩატარებაში დაადანაშაულა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა