|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა ლატარიამ დროებითი სამუშაო ჯგუფი დატოვა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა ლატარიამ დროებითი სამუშაო ჯგუფი დატოვა. ამის მიზეზი მის მისამართით გამოთქმული უნდობლობა დაასახელა.

"სასაცილო არგუმენტებია, თუმცა შეურაცხმყოფელია ის შენიშვნები და ბრალდებები, რაც ჩემი მისამართით გამოითქმის“, -განაცხადა ლატარიამ.

საქმე ეხება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 2006–2015 წლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობა–ნაგებობების გასხვისების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილ დროებით სამუშაო ჯგუფს.  მისი შექმნის ინიციატივა საკრებულოს  ყოფილ "რესპუბლიკელ" წევრს ნატო ქათამაძეს ეკუთვნის.  ჯგუფის თავმჯდომარედ გია ქობალიანის არჩევის, ხოლო  მის შემადგენლობაში კი ნიკა ლატარიას ყოფნა ქათამაძეს იმის განცხადების საშუალებას აძლევდა, რომ ჯგუფი რეალურად არაქმედითუნარიანი იქნებოდა.

ქათამაძის განცხადებით, ლატარია ამ საკითხში თავადაა დაინტერესებული მხარე, რაც "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის შეძენას, შემდეგ კი მისი "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაცვლას უკავშირდება, სადაც ახლა კვების ობიექტის "არგოს" მშენებლობა მიმდინარეობს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ქათამაძე არ ესწრებოდა, რის გამოც სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით დებატები არ გაგრძელებულა. 

ნიკა ლატარიას გასვლას გია ქობალიანმა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან  მხარი არ დაუჭირა. მისი განცხადებით, კომისიას ბევრი სამუშაო აქვს, ხოლო მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა. ქობალიანმა კომისიათან თანამშრომლობისაკენ საკრებულოს სხვა დეპუტატებსაც მოუწოდა.

 რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს მას, მუშაობის ვადა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივდა, რითაც უკვე კომისიის მუშაობის ვადა იწურება. ერთი თვის  შემდეგ კი ქობალიანის კომისიას საკრებულოსათვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა მოუწევს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა