|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემს საარჩევნო ოლქში არ დარჩება ქუჩა, ადგილი, ჩიხი, სადაც მე არ მოვალ და არ გავეცნობი თქვენს პრობლემებს" [R]

„ქართული ოცნების“  გუნდის მიერ შემუშავებულია ქუთაისის  განვითარების სტრატეგია – „ქუთაისი – 2021“, რომლის მიხედვით,  ქუთაისი  დასავლეთ საქართველოს ლიდერი და ქვეყნის ერთ–ერთი ძლიერი ქალაქი გახდება. – ამ სიტყვებით მიმართა  ძელქვიანის ოლქის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა  ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა მოსახლეობას შეხვედრისას.

მან ამომრჩეველს  სტრატეგიის  ძირითადი მიმართულებები  გააცნო და  ქალაქის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი განცხადებით,  ქუთაისი ცოდნის, მედიცინის და კულტურის ქალაქი გახდება, რომელიც სარგებელს ნახულობს თავისი გეოგრაფიული მდებარეობით  და  მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

„ქართული ოცნების“ პროგრამის წარდგენის შემდეგ, საკრებულოს მაჟორიტარობის კადიდატი ძელქვიანის უბნის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნო.  "მე მოვდივარ თქვენთან და ვინიშნავ თქვენს საჭიროებებს, რომ 21 ოქტომბრის შემდეგ თითოეული თქვენგანის პრობლემა მოვაგვარო. ჩემს საარჩევნო ოლქში არ დარჩება ქუჩა, ადგილი, ჩიხი, სადაც მე არ მოვალ და არ გავეცნობი თქვენს პრობლემებს. ჩვენ, ყველა ერთად, თქვენი მხარდაჭერით, ვიზრუნებთ თქვენს კეთილდღეობაზე" – მიმართა ნიკოლოზ ჩეჩელაშვილმა  ძელქვიანის უბნის ამომრჩეველს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა