|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკოლოზ თოფურიძე: ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. 

ნიკოლოზ თოფურიძემ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ნადაბურის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დოდო ხაჩიძე წარუდგინა. 

მმართველი გუნდის კანდიდატები ამომრჩეველს გასული ოთხი წლის განმმავლობაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრნენ და სამომავლო გეგმები გააცნეს. 

„ნადაბურში მომავალ წელს გზის მშენებლობა იგეგმება. ასევე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩუტარდება საცალფეხო ხიდებს, რადგან ამ სოფელში ეს პრობლემური თემაა. სოფელში აღსაზრდელთა მზარდი კონტიგენტის გამო, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა.  საბავშვო ბაღში ადგილობრივები დასაქმდებიან და იგი 20-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად გაგრძელდება სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა. ბავშვები ჩვენი მომავალია და მათზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.  გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და ჩვენც თქვენს გვერდით ვიქნებით“, - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.   

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა