|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინო ბურჯანაძე გიულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლებლების დახურვას ითხოვს

ნინო ბურჯანაძე ყველა იმ სასწავლებლის მინიმუმ ერთი წლით დაუყოვნებლივ დახურვას მოითხოვს, რომლებიც შესაძლოა ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდებოდეს. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მისი განცხადებით, მოსწავლეები, რომლებიც ამ სასწავლებლებში სწავლობენ, ხელისუფლებამ სხვადასხვა დაწესებულებებში უნდა გადაანაწილოს.

„ეს სასწავლებლები უნდა დაიხუროს, უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხს. ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა ამ სასწავლებლების მიმართ არსებული პრეტენზიის თაობაზე, სასწავლებლებს ლიცენზია უნდა შეუჩერდეს,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, ის ბრალდებები, რომელიც ისმის ამ სასწავლებლებთან დაკავშირებით, არის ძალიან სერიოზული ბრალდებები და მათი შესწავლა უნდა მოახდინოს უპირველეს ყოვლისა უშიშროების სამინისტრომ და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს განათლების სამინისტრო.

„მე კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისაგან ჩემს ამ ინიციატივაზე და მიმართვაზე პასუხს, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სასწავლებელი, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს გიულენის სახელს, როგორც აჭარაში, ასევე მთელ საქართველოში, მინიმუმ ერთი წლით უნდა დაიხუროს, ვიდრე არ გაირკვევა ამ ორგანიზაციების სრული ინფორმაცია რეალური არსის შესახებ. ამასთანავე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დაცული უნდა იყოს ამ სასწავლებლების როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა უფლებები“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ,  იმ სასწავლებელთა ჩამონათვალიდან, რომლებიც გიულენის სახელს უკავშირდება, ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა და და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმია.  

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა