|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნიუპრესზე" გასულ მასალას ქუთაისის მერია გამოეხმაურა

"ნიუპრესზე" გასულ მასალას, სადაც ნაჩვენებია, თუ რა პრობლემები ექმნება მოსახლეობას გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, ქუთაისის  მერიის კეთილმოწყობის სამსახური გამოეხმაურა. როგორც სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აღნიშნავს, გელათის და კოსტავას ქუჩების გადაკვეთა  მიმდინარე პროექტში ჩასმული არ იყო. "გელათის ქუჩის რეაბილიტაციის დროს დარჩა ეკონომია,  რის ხარჯზეც კეთდება აღნიშნული მოედანი. რაც შეეხება გუშინდელ სიტუაციას, დაზიანდა მილი,  რამაც წყალქცევა გამოიწვია და დამუშავებული გრუნტი ჩამორეცხა",-განაცხადა ბასილაძემ.

მერიის შესაბამისი სამსახურის მტკიცებით,  გელათის, კოსტავას და ნიუპორტის ქუჩების კვეთაზე არსებული  პრობლემა აღმოფხვრილია და სამუშაოები დაახლოებით 10 დღის ვადაში  დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა