|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომიკრონი არის როგორც ჩვეულებრივი სეზონური გრიპი - ზურაბ აზარაშვილი

"ომიკრონი არის როგორც ჩვეულებრივი სეზონური გრიპი,  - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა . 

"ომიკრონი, როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, არის ჩვეულებრივი მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა და ამიტომ მნიშვნელოვანია სახლის პირობებში უმკურნალონ და მივცეთ სწორი რეკომენდაციები", - განაცხადა მინისტრმა.

26 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსის 17 ათასზე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში ახლა დომინანტი ომიკრონის შტამია .

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა