|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოპოზიციონერი დეპუტატები შარლ მიშელს პარლამენტში შეხვდებიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება.

ამის შესახებ პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის პროგრამაშია აღნიშნული. შესაბამისად, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტს ბოლო თვეების განმავლობაში ბოიკოტს უცხადებდნენ, თუმცა გუშინ მედიატორ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს შეუერთდნენ, დღეს პარლამენტში მივლენ.

საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე, ასევე „გირჩის“ ლიდერები.

რაც შეეხება მიშელის ვიზიტის პროგრამას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თბილისში 15:00 საათზე ჩამოვა. პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, ის შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რომლის დასრულების შემდეგაც მხარეები ორმხრივ განცხადებას გააკეთებენ.

დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა