|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ორ ჰექტარ მიწას გაჩუქებთ სამტრედიაში და მოუარეთ“ -თემურ ცამციშვილი

ჩამობრძანდით სამტრედიაში, 2 ჰექტარ მიწას გაჩუქებ, მოუარე და არ გაყიდოთ- განაცხადა თემურ ცამციშვილმა TV "იბერიას"  სატელევიზიო ჩართვაში, სადაც  მწვავე დებატები გაიმართა მიწის გაყიდვის საკითხთან დაკავშირებით. დებატებში ერთმანეთს   ქართული მარშის ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი და "გირჩის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი დაუპირისპირდნენ.
ცამციშვილის თქმით, აქციის  მონაწილეები და  ორგანიზატორები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუ  რაში იღებენ მონაწილეობას და ტერმინიც "ქართული მიწის გაყიდვა" არასწორია.

„საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ნებისმიერ აკრძალვას მოყვება მეტი აკრძალვა. თუ გლეხს  მიწას არ გავაყიდინებთ, მივა სახელმწიფო და ეტყვის, თხილის დარგვას სიმინდი სჯობს, მერე კოლექტივიზაციას შესთავაზებს და თავისუფალ ქვეყნაში კი აღარ ვიცხოვებთ, საბჭოთა კავშირში დავრბუნდებით"-განაცხადა ცამციშვილმა.
"თქვენ თბილისში კარგად წამოწოლილები, კარგი ხელფასებით, კარგად ცხოვრობთ, ხოლო გლეხს, რომელსაც 10 ჰექტარი მიწა აქვს, 5 რომ გაყიდოს და იმ ფულით დანარჩენ 5-ს მიხედოს, იმას უკრძალავთ, თბილისში ცხოვრობენ უკეთესად, ვიდრე რეგიონებში. ქუთაისს უფრო მეტად გვიჭირს, ვიდრე თქვენ. ჩამობრძანდით სამტრედიაში, 2 ჰექტარ მიწას გაჩუქებ, მოუარე და არ გაყიდოთ. ჩამობრძანდით, იცხოვრეთ და შეხედეთ ხალხის მდგომარეობას“, - განაცხადა ცამციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქცია თბილისში მეორედ გაიმართა. ქართული მარში საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებას აპროტესტებს.  

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა