|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორ კვირაში ქუთაისში ტექსტილის წარმოება გაიხსნება

ორ კვირაში ქუთაისში ტექსტილის წარმოება გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ "საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა (მჟავანაძე) "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა. ჩალიშქანის განცხადებით, ნედლეულს თურქეთიდან შემოიტანენ და ტანსაცმელს დაამზადებენ, რისთვისაც  200 ადგილობრივ მუშახელს დაიქირავებენ.

 "საერთაშორისო ასოციაცია" საქართველოში 21 კომპანიას აერთიანებს, რომელთა ინვესტიცია ამ დროსათვის მილიარდ 500 000 დოლარამდეა, 21 400 ქართველი გვყავს დასაქმებული. კომპანიები სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ტექსტილს, სამშენებლო და საბანკო  სფეროს, ტურიზმს და სხვა.  რაც შეეხება ტექსტილის წარმოებას, გასულ წელს სამტრედიაში გავხსენით საწარმო.  ქუთაისში კი ორ კვირაში გაიხსნება, სადაც 200 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება", – განაცხადა ოსმან ჩალიშქანმა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ წარმოებამ გამართულად იმუშაოს, საჭიროა კვალიფიციური მუშახელი, რაც პრობლემას წარმოადგენს. ამის გამო  კომპანიის მიერ თანამშრომელთა გადამზადება იგეგმება.

ჩალიშქანის განმარტებით, მათი ასოციაცია წარმოადგენს შუამავალ რგოლს  სახელმწიფოსა და უცხოურ კომპანიებს  შორის.  "ინვესტორების სურვილია,  ქუთაისში ტექსტილის საწარმოები გახსნათ, რომელსაც  ტექნოტექსტილის მინიქალაქად აქცევენ.  მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ მოგვიძებნონ 100 ათასი კვ. მეტრი მიწა. ინვესტორი ქარხნების ასაშენებლად გვთხოვს  დახურულ ადგილს.  მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ველოდებით შედეგს",- აღნიშნა მან. 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა