|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები შოთა მურღულიამ დაბლოკა"

„ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები შოთა მურღულიას გამო შეჩერდა“, -განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა  დეპუტატმა ნატო ქათამაძემ. მან ქალაქის მერი პროექტის დაბლოკვაში დაადანაშულა.

ქათამაძის განცხადებით, ინფრასტრუქტრის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტისათვის 2 100 000 ლარის გამოყოფა ხდებოდა ფინანსთა სამინისტროს მიერ, რაც ქალაქის მერმა შეაფერხა.

„ფინანსთა სამინისტრო აპირებდა თანხის გადმორიცხვას, მაგრამ შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ყოფილა პრიორიტეტული და დაბლოკა პროექტი“-განაცხადა ქათამაძემ, რის მიზეზადაც მისი და საკრებულოს უმრავლესობის დამოკიდებულება დაასახელა. ქათამაძის განცხადებით, მერს არ სურს ოპონენტი მაჟორიტარი დეპუტატის პროექტის განხორციელება, რადგან ქათამაძეს მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი დარჩეს.

ქათამაძის შენიშვნას ტყუილი უწოდა ქალაქის მერმა. მურღულიას მტკიცებით, არ ყოფილა თანხა გამოყოფილი და ის ვერ მოახერხებდა მის დაბლოკვას.

„დიდი გასაღები მაქვს, მივედი და გამოყოფილი თანხა დავკეტე. თქვენ მოსახლოებას ატყუებთ და არჩევნების დროსაც ატყუებდით, თითქოს თქვენი წყალობით თანხა გამოიყო“, -განაცხადა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ მდინარე ოღასკურა ძლიერი წვიმის დროს კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ტერიტორია იტბორება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი