|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაისობას, ტრადიციულად, სამი ოთარის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისის დღესასწაულის ფარგლებში ტრადიციულად სამი ოთარის ძეგლს პატივი მიაგეს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ცნობილი ქუთაისელების, ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიას და ოთარ სულაბერიძის ძეგლები გვირგვინებით შეამკეს. 

მანამდე კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელოვანი ქუთაისელების საფლავებს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მიაგეს პატივი. ჩატარდა გარდაცვლილთა სულებისათვის პანაშვიდი. 

საზეიმო ღონისძიებები კი გვირილობის ფარგლებში ხვალიდან დაიწყება და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 3 მაისს ქალაქში 30-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი, რასაც საღამოს ცენტრალურ მოედანზე  გალა კონცერტი დაასრულებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა