|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორსართულიანი მატარებლები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს"

  ორსართულიანი ელექტრომატარებლების პრეზენტაცია დღეს ”ბათუმი ცენტრალში”  გაიმართება. ცერემონიალს  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის Stadler Kiss ოთხი ახალი მოდელის ელექტრომატარებელი ”საქართველოს რკინიგზამ” კომპანია Stadler Bussnang AG-სგან შეიძინა.
”მატარებლები ევროპის ყველაზე მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და მათი ტექნიკური მონაცემებით შეესაბამება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებს. მატარებლები სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე, ელექტრომატარებლები თბილისიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ მიმავალ მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება”,- აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

ორსართულიანი მატარებლები მგზავრებს მომავალი კვირიდან მოემსახურება.

შეგახსენებთ, განცხადება, რომ ორსართულიანი მატარებლები საქართველოს გვირაბებში ვერ გაივლიან,  "ახალი საქართველოს" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გივი კუბლაშვილმა გაავრცელა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელი პირი პარტიის შემადგენლობაში აღარ ირიცხება.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა