|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორშაბათიდან სავარაუდოდ ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები ამოქმედდება - პაატა იმნაძე

ორშაბათიდან სავარაუდოდ ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები ამოქმედდება, - ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ  განაცხადა.

იმნაძის თქმით, „კოვიდ/მწვანე პასპორტები“ ტოვებს შესაძლებლობას ადამიანი ან აიცრას, ან სწრაფი ან PCR ტესტი ჰქონდეს ჩატარებული. ამასთან, დოკუმენტით ისარგებლებენ პირებიც, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ:

„ჩემი პირადი აზრი დიდი ხანია ცნობილია, მე ვარ მომხრე სავალდებულო ვაქცინაციის განსაკუთრებით გარკვეული ჯგუფებისთვის როგორიცაა მედიკოსები და პედაგოგებიც. ორშაბათის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ალბათ გამოცხადდება გარკვეული ზომები და იმ გზას გავივლით, რაც გაიარა ევროპის უამრავმა ქვეყანამ.

ეს იქნება მწვანე პასპორტების გარკვეული ამოქმედება. მოგეხსენებათ, არ არის მარტო აცრა, არჩევანის საშუალებაა იქ შედის როგორც კოვიდის გადატანა, ასევე ორჯერადი აცრა და PCR ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ, ვადა ექნება განსხვავებული. ეს აპრობირებული მეთოდია, რომელიც გამოიყენა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში.

 

ავტორი: ნიუპრესი