|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძე დღეს ქუთაისში რეგიონალურ ოფისს გახსნის

მომღერალი პაატა ბურჭულაძე დღეს ქუთაისს ეწვევა. "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელს ქალაქში არაერთი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. 13:30 საათზე ბოტანიკურ ბაღს ესტუმრება, სადაც  სიმბოლურად ხეს დარგავს.  შემდეგ კი  მოსახლეობას ქალაქის ცენტრში შეხვდება.  

15.30 სააათზე დაგეგმილია თამარ მეფის 21 ნომერში ფონდის რეგიონალური ოფისის გახსნა.

16:00 საათზე კი სასტუმრო "ბაგრატში" მსოფლიო ბანი საზოგადოებას შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

 საქართველოს განვითარებისთვის „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ რეგიონალური ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა