|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძე ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატად ამირან ხვადაგიანს წარადგენს?

პაატა ბურჭულაძის პარტია „მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის"  "ნიუპრესის" ინფორმაციით,  ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად  პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს ამირან ხვადაგიანს წარადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას  არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ამირან ხვადაგიანი. მისი თქმით, ჯერჯერობით კანდიდატების შესწავლა მიმდინარეობს.

"ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ გვაქვს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ვინ იბრძოლებს. ძალიან მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას  და წარვადგენთ კანდიდატებს",–განაცხადა  ამირან ხვადაგიანმა.

 პაატა ბურჭულაძემ  პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად ამირან ხვადაგიანი რამდენიმე დღის წინ წარადგინა .

 "ნიუპრესის" ინფორმაციით,  სოსო გაბრიჭიძემ პარტია დატოვა, თუმცა აღნიშნულს თავად გაბრიჭიძე არ ადასტურებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი