|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარკინგსერვისის" საქმიანობაში ცვლილება შედის

მერიის მიერ შექმნილ საწარმოს საქმიანობაში ცვლილება შედის. "პარკინგსერვისი" ამიერიდან ჯარიმებს ელექტრონულად ამოწერს. მერის იურისტის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები თავიდანვე იყო გათვალისწინებული და ახლა ამოქმედდა.

ცვლილებასთან დაკავშირებით შენიშვნა გამოთქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია უკლებამ: "ელექტრონულზე რატომ გადადიან, ხელით ვერ წერენ ჯარიმებს",- განაცხადა გია უკლებამ, რაზეც დეპუტატებმა იხუმრეს,  რომ  წარსულში  დაბრუნების სურვილი არ აქვთ.

როგორც თვითმმართველობაში განმარტეს,  ცვლილება ხარჯებს არ მოითხოვს.  პირიქით, იმ თანხების დაზოგვა მოხდება, რაც ფურცლების შეძენაზე უნდა გახარჯულიყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა