|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პერსილისა“ და „არიელის“ ნიშნით სარეალიზაციო ქსელში იაფფასიანი ფხვნელები აღმოჩნდა [VIDEO]

„პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით შეძენილი სარეცხი საშუალება შესაძლოა სხვა იაფფასიანი ფხვნილი აღმოჩნდეს. 

სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარაში, ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს.

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, რომელიც თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების იმპორტს, საქონლის რეალიზაციის გაადვილებისა და უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახდენდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული, 1 386 ერთეული, „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით“,-ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა