|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პირველი, რასაც გააკეთებენ, ეს იქნება პარლამეტის შენობის გაყიდვა"

"პირველი, რასაც გააკეთებენ, ეს იქნება პარლამეტის შენობის გაყიდვა, როგორც ბათუმში გაყიდეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა“, -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აკაკი ბობოხიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც ქუთაისში პარლამენტის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა აკაკი ბობოხიძემ და გია თევდორაძემ გამართეს, მხოლოდ სამი ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

როგორც აკაკი ბობოხიძემ განახადა, შეხვედრაზე დასწრების სურვილი 15- მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფიქსირა, თუმცა მისი თქმით, მას ის უფრო გაუკვირდა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დასწრების თანხმობა განაცხადეს და არა ის, რომ არ მოვიდნენ.

„ჩვენ დროსაც ხდებოდა ასე, მთავრობასთან კეკლუცი და ასე აგრძელებენ ახლაც“,- აღნიშნა ბობოხიძემ.

 შეხვედრას „სამართლიანი არჩევნების“, "ახალგაზრდა ეკონომისტებისა“ და „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამათგან პოზიცია მხოლოდ "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ დააფიქსირა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია მხარს უჭერს პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირებას.

"ვთვლი, რომ საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისათვის. ამ სტატუსის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ ქალაქის განვითარების ტემპები საგრძნობლად შემცირდება. ვფიქრობ, რომ ეს დანაშაული იქნება ქალაქისა და  მთლიანად რეგიონის წინაშე",-განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ. 

გია თევდორაძის განცხადებით,  პარლამენტის საკითხისადმი დადებითი პოზიციის დაფიქსირება არ უნდა იგივდებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერასთან.  მან საკითხისადმი მიმართ საზოგადოების უმოქმედობა  ქუთაისელების პასიურობას მიაწერა და არა იმას, რომ ვერ აცნობიერებდნენ მის მნიშვნელობას.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები ქუთაისში, პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა