|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საჯარო მოხელეებმა საკუთარი ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ"-გია უკლება

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიის ბალანსზე არსებული ავტოპარკის გაყიდვას მოითხოვს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას განცხადებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უარი უნდა თქვას სახელმწიფო ავტომობილებზე და სამსახურში საკუთარი ავტომობილებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით  იარონ.

უკლებას განცხადებით, ქალაქს არ აქვს იმის ფუფუნება ზედმეტი ხარჯი გაწიოს. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ტექნიკურ მომსახურებასა და საწვავზე დაახლოებით მილიონი ლარი იხარჯება.

"მოვუწოდებთ მერიას, გაყიდოს ავტოპარკი და საჯარო მოხელეებმა იარონ საკუთარი ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამ შემთხვევაში დანაზოგი წლიურად 448 000 ლარი იქნება. ეს თანხა მოახმარონ გაჭირვებულ ადამიანებს",-განაცხადა გია უკლებამ.

დეპუტატის თქმით, მერიის ავტოპარკი 61 ავტომობილს შეადგენს, აქედან 40 ავტომობილი ხელშეკრულებით ყავთ აყვანილი, 21 კი მერიის ბალანსზეა და ამთგან უმეტესობა უფუნქციოა და არ გადაადგილდება.

კითხვაზე, რატომ არ მოხდა მათი მმართველობის დროს ავტოპარკის გაყიდვა, უკლება პასუხობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მათი მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა იმ დროისთვის ქალაქში ინვესტიცია იყო და ქალაქს ეკონომიურად ასე არ უჭირდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა