|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიცია ნამოხვანში ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვებს შლის

რიონის ხეობაში პოლიციის დანაყოფები ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო კარვებს შლიან.  

ხეობაში,  როგორც ცნობილია, პოლიციის პლოკპოსტია მოწყობილი და გუმათში შეკრებილ ადამიანებს ნამოხვანისაკენ გადაადგილების შესახლებლობას არ აძლევენ.

ნამოხვანჰესის მიმართულებით ამ დროისათვის გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ არც ჟურნალისტებს. 

რიონის ხეობის მცველების განცხადებით, ეს არის მოგონილი მიზეზი და რეალურად ხელისუფლებას ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტის ჩახშობა სურს.

რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შსს-მ. პოლიციის ცნობით,  მოსალოდნელია მდინარეზე  წყლის დონის მატება და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა. მათი განმარტებით,  კარვების დაშლა პროტესტის მონაწილეების უსაფრთოების დაცვის მიზნით ხდება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა