|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლონეთში რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა

21-25 აპრილს პოლონეთის რამდენიმე ქალაქში რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ გამოფენები და შეხვედრები გაიმართა.  დასკვნითი ღონისძიება კი ევროპული კულტურის დედაქალაქ ვროცლავში გაიმართა.  ამის  შესახებ  "ნიუპრესს" საქართველოს  ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა კამლაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დასკვნითი  ღონისძიება ვროცლავის ლიცეუმის გალერეაში გაიმართა, სადაც მსმენელს საშუალება ქონდა საქართველოდან პოლონეთში გასტროლად მყოფი ანსამბლის "რიჰო" რეპერტუარი მოესმინა. ანსამბლმა პოლონელი აუდიტორიის დიდი მოწონება  დაიმსახურა.

ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელმა შალვა კამლაძემ და პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ქეთი ფრანგულაიშვილმა "ვეფხისტყაოსნის" პოლონური თარგმანის კალიგრაფიული წერის კონკურსში გამარჯვებულ პოლონელ ახალგაზრდებს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცეს.

რუსთაველის საიუბილეო ღონისძიებები პოლონეთის რესპუბლიკაში, საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.  ღონისძიებები წლის ბოლომდე სხვადასხვა ქალაქებში გაგრძელდება. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა