|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრემია შესრულებული სამუშაოების გამო დამსახურებულად მივიღე"

"ნიუპრესის" მიერ მომზადებული მასალა, რომელიც საკრებულოს დეპუტატების წევრების სახელფასო დანამატსა და პრემიებს ეხებოდა, დეპუტატების განსჯის საგანი გახდა.

მაჟორიტარ დეპუტატის ნატო ქათამაძის განცხადებით, ზოგიერთი დეპუტატი არათუ პრემიას, ხელფასსაც კი არ უნდა იღებდეს, რადგან სხდომებზე საერთოდ არ დადის. მისივე განცხადებით, მას "ქართული ონცნების" გულშემატკივრობასა და მისთვის ბრძოლაში ვერავინ გაეჯიბრება და ამისათვის არც პრემიებს იღებს.

კოლეგის შენიშვნებს სამარცხვინო უწოდა საკრებულოს წევრმა დავით წიტაიშვილმა, რომელმაც მიმდინარე წელს პრემია 1 700 ლარის ოდენობით, სამჯერ აიღო. მისი განცხადებით, მან პრემია კოლოსალური სამუშაობის გამო დამსახურებულად მიიღო. "გარდა იმისა, რომ საკრებულოს ორ კომისიაში ვარ, ვმუშაობ მიწის დაკანონების კომისიაში, რომელსაც წლების განმავლობაში არ უფუნქციონირებია და უამრავი საქმე დაგვხვდა. იქ ჯერ ახალი საკითხების გაცნობა არც დაგვიწყია, რადგან წინა მოწვევის საკრებულოს საკითხებია შესასწავლი. ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ შრომატევადი საქმიანობაა. ეს კომისია და ეს საქმე თბილისში ხელფასიანია, ქუთაისში სამწუხაროდ არ არის. კოლოსალურ ციფრებზე გვიწევს მუშაობა, ამ კომისიაში შესული საკითხები კანონთან შეუსაბამო არ უნდა იყოს. სკულპულოზურად ვმუშაობთ, კვირაში სამი დღე. ის თანხა, რაც მივიღეთ ეს არის მცირედი ანაზღაურება კოლოსალურ შრომისა, რასაც ჩვენ ვასრულებთ. მე ამაყი ვარ იმდენ ადამიანს დავუკანონეთ მიწა და მოვუგვარეთ პრობლემები, რომ ეს თანხა უბრალოდ ანაზღაურებაა. სამარცხვინოა, ჩემი კოლეგა რასაც აკეთებს ამის გამო",–განაცხადა დავით წიტაიშვილმა. მისივე განცხადებით, დეპუტატმა ლაშა გვენეტაძემაც, რომელიც ამ კომისიის წევრია დამსახურებული ანაზღაურება მიიღო და ქალაქში არ ყოფნის გამო, ის განცხადებას ვერ გააკეთებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა