|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი თვითმმართველობებისათვის რეალური ძალაუფლების გადაცემის მომხრეა

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებაც ისაუბრა. მარველაშვილის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს რეალური ძალაუფლება. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2017 წელი ახალი თვითმმართველობის არჩევნების წელია, რომელმაც ახალი იმპულსი უნდა მისცეს დემოკრატიულ პროცესს.

გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტაბილური და ღირსეული საზოგადოების ქვაკუთხედია თვითმმართველობა, როგორც საკუთარი თავის განკარგვის პროცესი.

 „იყო წარმატებული დემოკრატია ნიშნავს იყო დემოკრატიული საზოგადოებრივი მოწყობის მეტსა და მეტ განსხვავებულ შრეზე, დაწყებული პატარა სოფლებიდან, დასრულებული საქართველოს პარლამენტით. თვითმმართველობის რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს რეალური ძალაუფლება. ისინი უნდა აღიჭურვონ მეტი უფლებამოსილებით და კომპეტენციით, მოქალაქეები რეალურად უნდა მართავდნენ საკუთარ ყოველდღიურობას, კონტროლს უწევდნენ ხელისუფლების მუშაობას, თავად იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი მათ ბედთან უშუალოდ დაკავშირებულ პროცესებში. პოლიტიკური თავისუფლება მხოლოდ იქ არსებობს და დემოკრატია მხოლოდ იქ იბადება, სადაც მოქალაქე ყველა დონეზე თვითონ განკარგავს საკუთარ ბედს.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა