|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით კოლეჯში „იბერია“ შეხვედრა გაიმართა

დღეს ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლობამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრა მოაწყო.

პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მას აუდიტორიასთან ცნობილი ადამიანები წარადგენენ.

პროექტის ავტორების განცხადებით, წარმატებული ისტორიების გაზიარება, პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე პოპულარული ადამიანებისგან უშუალო საუბრები ახალგაზრდებს მეტ მოტივაციას უჩენს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კამპანია პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, ქუთაისის გარდა, საქართველოს 9 ქალაქში გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა