|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქაბულის აეროპორტი მოსახლეობისათვის განკუთვნილმა ბრიტანეთის ბოლო საევაკუაციო თვითმფრინავმა დატოვა

ქაბულის აეროპორტი მოსახლეობისათვის განკუთვნილმა ბრიტანეთის ბოლო საევაკუაციო თვითმფრინავმა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით,  დარჩენილია რამდენიმე ფრენა ბრიტანელი დიპლომატებისა და სამხედროებისათვის.
ბრიტანელი გენერალი სერ ნიკოლას კარტერი აცხადებს, რომ აბსოლუტურად სამწუხაროა, რომ ვერ ახერხებენ ყველა ავღანელის ევაკუირებას.
მისი თქმით, ასობით ავღანელი, რომლებსაც სრული უფლება აქვთ ბრიტანეთში წასვლის, ავღანეთში რჩებიან.
საევაკუაციო ფრენების შეწყვეტა გამოწვეულია თალიბანის მიერ დადგენილი დედლაინით.
 თალიბანის განცხადებით, უკვე დაიკავა ქაბულის აეროპორტების ნაწილი. 

ავტორი: ნიუპრესი