|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი დააკავეს

ზუგდიდში ქალზე ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი დააკავეს.  ძალადობის ფაქტზე დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი გიორგი ბიგვავა.

პროკურატურის ცნობით,  ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ  25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

პოლიციელის მიმართ საქმის წარმოება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო დაიწყო. 

მას  ბრალი კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც უწყება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

პოლიციელმა ქალზე ფიზიკურად ქალაქში მოქალაქეების თვალწინ იძალადა, რაც  ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

ავტორი: ნიუპრესი