|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული მარში" "ტორპედოს" სტადიონთან შეკრებას გეგმავს

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი გიორგი კაშია, რომლის მიერ ლგბტ მიმართ ძალადობის დაგმობა დაპირისპირების მიზეზი გახდა.

არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ „ქართული მარშის“ წევრები, რომლებიც უკვე ქუთაისში იმყოფებიან.

როგორც „ქართული მარშის“ წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე აცხადებს,  ისინი შეკრებას  მესხიშვილის თეატრთან 15:00 საათზე დაიწყებენ, საიდანაც მსვლელობით სტადიონთან გადაინაცვლებენ.

"ჩვენი ახალგაზრდული ფრთა ჩამოვა ქუთაისში, ასევე შემოგვიერთდებიან "ქართული მარშის" წევრები ქუთაისიდან, აგრეთვე ჩვენი წევრები მოდიან წალენჯიხიდან, ბათუმიდან, ქობულეთიდან. ჩვენ გავაპროტესტებთ ლგბტ პროპაგანდას სპორტში. ცნობილი გახდა, რომ  თბილისიდან მოემართებიან ლგბტ აქტივისტები და ჩვენ მათ არ მივცემთ ქუთაისში ლგბტ დროშის აფრიალების შესაძლებლობას"-განუცხადა "ნიუპრესს" სანდრო ბრეგაძემ.  

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, პრევენციის მიზნით ადგილზე მობილიზებული იქნებიან სამართალდამცველები,  რომლებიც მოქალაქეების უსაფრთოებას დაიცავენ.

შეხვედრა „ტორპედოს“ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა