|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული მუსიკის თანხლებით გამართული მოდების ჩვენება ნიუ იორკში

ქუთაისელმა დიზაინერმა თეონა მარგველაშვილმა ნიუ იორკის მოდის კვირეულში მონაწილეობა მიიღო. ჩვენებაზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენა ქართული მუსიკის თანხლებით გაიმართა.

"კმაყოფილი ვარ მონაწილეობით, წარმოვადგინე ჩემი ახალი კოლექცია,  ნიუ იორკი ყოველთვის ღიაა სიახლეებისათვის, ველოდებით გაყიდვებთან დაკვშირებით წინადადებებს", -აღნიშნა თეონა მარგველაშვილმა ნიუპრესთან საუბარში. 

თეონა მარგველაშვილი მოდის სფეროში 2006 წლიდან საქმიანობს. ის ასევე მუშაობს პოპ არტში. მის გეგმებში უახლოეს მომავალში  ნიუ იორკში თავისი ნამუშევრების გამოფენის გამართვაც შედის.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა