|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" სოფლის გამგებლებთან ხელშეკრულებებს აფორმებს"

"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების " მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ გამორიცხავს.

ორგანიზაციის წარმომადგენლის  ზურაბ ბოტკოველის ინფორმაციით, სოფლის გამგებლებთან ხელშეკრულებები ფორმდება, რომელიც არჩევნების შემდეგ გადაიხედება. ბოტკოველი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ არასასურველი შედეგების შემთხვევაში, ყველა გამგებელს სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ბოტკოველმა დღეს ბრიფინგი გამართა. 

"იკვეთება რამოდენიმე მიზანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების. პირველი არის ის, რომ გამგებლებს დაუდებენ პირობას, სოფელში კარგი შედეგის შემთხვევაში, მოხდება გაგრძელება ხელშეკრულებისა და ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის,  რომ ხელშეკრულებით მყოფ მოხელეებს ექნებათ უფრო მეტი საშუალება აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში",-განაცხადა  ზურაბ ბოტკოველმა .

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 22 ოქტომბერს ჩატარდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა