|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ

პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოთვის“ ქუთაისში არსებულ დარღვევებზე საუბრობს. პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #48-ე საარჩევნო ოლქში ნუგზარ უგლავა „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მათ არ აქვთ ფინანსები ფასიანი რეკლამებისთის, ამიტომ ერთადერთ რეკლამას მათთვის პლაკატები წარმოადგენს, რომელთა გადაფარვაც ხდება სხვა პარტიების მიერ.

„ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღეა დავიწყეთ პლაკატების გაკვრა, რომელიც ჩვენი რეკლამის ერთადერთი საშულებაა. მასაც მცირე ოდენობით ვაკრავთ სტენდებზე. ერთ-ერთი სტენდი, რომელიც მერიამ გამოგვიყო, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენს მიერ განთავსდა ოთხი პლაკატი კანონის მიხედვით, მაგრამ დღის მეორე ნახევარში უკვე ჩემი პლაკატები გადაფარული იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი მხეიძის პლაკატებით, რაც არის კანონდარღვევა“-განაცხადა ნუგზარ უგლავამ.

მისი თქმით, პლაკატები ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გააკრეს, თუმცა თვლის, რომ ახლგაზრდები ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ და მათ გარეშე არ მოხდებოდა პლაკატების გადაკვრა სხვა კანდიდატის პლაკატებზე.

ქუთაისში სააგიტაციო მასალების განთავსების მხრივ კანონი არც თუ იშვათად ირღვევა. მათზე რეაგირება მერიის ზედამხედევლობის სამსახურს ევალება. მერიაში განმარტავენ, რომ ყველა პარტიას გაფრთხილება გაეგზავნა,მისი უგელებელყოფის  შემთხვევაში პარტია დაჯარიმდება.

რაც შეეხება თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დიმიტრი მხეიძეს, მის შტაბში განამრტავენ, რომ გამოთქმული ბრალდება მათთვისაც მოულოდნელი იყო. პრესსასახურის წარმომადგემლის განცხადებით, მათ მსგავსი მითითება საკუთარი აქტივისტების მიმართ არ მიუციათ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა