|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, როგორც ჩანს, ვაშაძეს აძლევდნენ ხმას"-გოგი წულაია

ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეთა დაბალ აქტივობაზე და ლეგიტიმაციის პრობლემაზე საუბრობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. გოგი წულაიას განცხადებით, ახალი მერი უფლებამოსილია მხოლოდ იმათ მიმართ, ვისი წყალობითაც გახდა მერი.

„18% მივიდა ამომრჩევლების და რამდენი ხმაც უნდა მიეღოთ, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ლეგიტიმაციის დონე არის დაბალი.  ასეთ დროს კანდიდატი ხდება მათზე დამოკიდებული, ვისი მწყალობითაც გახდა მერი, ანუ  "ქართული ოცნების" და იმ ფულის დამხარჯველების მერი და მათი ნების გამტარებელი და არა ქუთაისის ნების აღმასრულებელი. ეს ტრაგედიაა და ოთხი წელი ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას", -განაცხადა გოგი წულაიამ.

მან ვაშაძის მიერ მიღებულ შედეგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცეს ხმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“  ბოიკოტი ქონდა გამოცხადებული და არჩევნებზე მიდიოდნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და როგორც ჩანს, ისინიც ვაშაძეს აძლევდნენ ხმას“, -განაცხადა გოგი წულაიამ.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩეველის 18 პროცენტამდე მივიდა, საიდანაც ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, 12, 45 პროცენტმა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მისცა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა