|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს და რა ნახოს"

"ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავა"-ასე ესმიანება "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გუშინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ის ძალადობას ემიჯნება.

"მე კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს, თვითონ გამოიტანოს დასკვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ის, რაც კანონით არის დაშვებული, არ შეიძლება ვიღაცამ თავისი გადაწყვეტილებით, მუქარის ფონზე მიიღოს რაღაცა ქმედებები, რომ ვიღაცას შეუზღუდოს გადაადგილება, ყურება, მით უმეტეს, ცენზურის ელემენტები გაჩნდა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ "ლელოს" ოფისში და ეს არის ჩვენი პოზიცია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 შეგახსენებთ, თბილისსა და ბათუმში  ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას დაპირისპირება მოყვა. ფილმის ჩვენება ქუთაისში არ ჩანიშნულა. 

ავტორი: ნიუპრესი