|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსკოვში ყოფილი პოლიტპატიმარი დაიჭირეს

მოსკოვში  ყოფილი პოლიტპატიმარი  გიორგი გაბედავა დააკავეს. ამის შესახებ, სააგენტო "ნიუპრესს" გაბედავას მეგობარმა შეატყობინა, რომელიც მოსკოვში იმყოფება. ემიგრანტის განცხადებით,  შემოწმება იყო, როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა გიორგი გაბედავას  შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან ის ქართველი იყო. პოლიციელმა  საქართველო და ქართველები უდიერად მოიხსენია.

„ცოტა ხნის წინ გაგვაჩერეს "რეიდზე" პოლიციელებმა, გიორგის შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ "უზრდელ" პოლიციელთან, რომელმაც უდიერად მოიხსენია საქართველო და კონკრეტულად ყველა ქართველი! რის შემდეგადაც იგი დააკავეს. მან მოასწრო ტელეფონის ჩემთვის გადმოცემა, სამწუხაროდ, ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი, რადგან მეც დამაკავებდნენ“, - აღნიშნავს გაბედავას მეგობარი.

გაბედავა 319-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სახელმწიფო მოხელისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს და ითვალისწინებს  40 ათას რუსულ რუბლამდე  ადმინისტრაციულ ჯარიმას. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა