|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი მრბოლელი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია  ევროპის ჩემპიონი გახდა.  ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ "MIA FORCE"-ის მრბოლელია.ევროპის ჩემპიონატი 6 ეტაპად ჩატარდა. ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომებმა უმასპინძლეს. დათა ქაჯაიამ პროფესიონალურ TC2T კლასში იასპარეზა და შეჯიბრის ხუთი ეტაპი წარმატებით გაიარა. ჩემპიონატის ფინალურ, ენა პერგუზას (იტალია, სიცილია) ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა წრე 1 წუთსა და 49 წამში დაფარა და ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჩემპიონატის ფარგლებში, კლუბ "MIA FORCE"-ის პარტნიორი ცნობილი გერმანული გუნდი "Engstler Motorsport"-ია, რომელმაც ქართველი სპორტსმენის სათანადო მომსახურება უზრუნველყო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა