|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)

ქუთაისის საკრებულოს წევრებს, ნატო ქათამაძესა და  ლელა ქელბაქიანს შორის დაწყებული დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდა. ქათამაძემ აღნიშნა, რომ ქელბაქიანმა მას ცილი დასწამა, როდესაც თქვა, რომ მან  ელექტრონული სერვისების მოხმარება არ იცის და  რომ სხდომის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად  მიაწოდა.

ნატო ქათამძემ, ლელა ქელბაქიანი სხდომების გაცდენაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის მაისიდან მოყოლებული ხუთი საათითაც არ დასწრებია  სხდომებს.

დეპუტატმა ლელა ქელბაქიანის განცხადებაც გაიხსენა, როდესაც მან თინა ხიდაშელს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, სადაც  აღნიშნავდა, რომ ქუთაისის დეპუტატები პრემიებს არ იღებდნენ.

"ქელბაქიანმა ლამის ჯვარს აცვა თინა ხიდაშელი, თითქოს ქუთაისში პრემიებს არ იღებდნენ, ნახეთ, ბატონებო, ქუთაისის საკრებულოში გაცემული პრემიები და მიხვდებით, იღებენ თუ არა პრემიებს. დეპუტატი, რომელიც საერთოდ არ დადის საკრებულოზე, არ უნდა იღებდეს ხელფასსაც კი",-განაცხადა ქათამაძემ.

ნატო ქათამაძის შენიშვნებს დეპუტატების უკმაყოფილებაც მოჰყვა, ნაწილმა სხდომა დატოვა და აღნიშნეს, რომ მაშინ როდესაც ლელა ქელბაქიანი სდხომას არ ესწრება, მასზე არ უნდა ისაუბრონ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა