|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ მხატვარს, 7 წლის ვან გეგას ქალაქის მერი შეხვდა

ქუთაისელ მხატვარს, 7 წლის გეგა სოფრომაძეს ქალაქის მერი შეხვდა. გიორგი ჭიღვარიამ პატარა მხატვარს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საჭირო ინვენტარი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ, გეგა სოფრომაძემ ქალაქის მერს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისი ერთ-ერთი ნამუშევარი გადასცა საჩუქრად.

შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილეები გიორგი იობაშვილი და ნინო თვალთვაძე ესწრებოდნენ.

გეგა სოფრომაძე, რომელიც პატარა ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს, ხშირად ფართის არარსებობის გამო ვერ ხატავს. ამიტომ, მათ მერიას თხოვნით მიმართეს გამოეყოთ ფართი, სადაც ხატვას შეძლებდა, თუმცა, ამ ეტაპზე საკითხთან დაკავშირებით სიახლე არ არის. 

ვან გეგამ  ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად, მულტფილმის პერსონაჟებს ხატავდა. 7 წლის გეგა უკვე რამდენიმე კონკურსის გამარჯვებულია. 

 

ვან გეგა-7 წლის მხატვარი, რომელიც ნახატების გაყიდვით დედას ეხმარება

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა