|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ექიმი დავით კანდელაკი ამერიკაში გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისელი დავით კანდელაკი ამერიკის შეერთებული შტატების  ქალაქ ლუისვილში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდა მეგობართან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით მეგობრის სახლში  მოკლული ნახეს. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა.

პოლიცია მუშაობს გაურკვეველ გარემოებაში მომხდარი მკვლელობის გასახსნელად. ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობელი ავრცელებს.

დავით კანდელაკი სპეციალობით ექიმი იყო და ამერიკაში მუშაობდა. მან ქუთაისში ქუთაისის სერგეი მესხის სახელობის ჟურნალისტიკის კერძო სკოლა-ლიცეუმი დაამთავრა. მოგვიანებით კი პროფესიად ექიმობა აირჩია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა