|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მომღერალი გიორგი სტურუა თბილისის ოპერის თეატრში მთავარ პარტიას შეასრულებს

ქუთაისელი წარმატებული მომღერალი გიორგი სტურუა თბილისის ოპერის თეატრის სეზონის გახსნაზე აბესალომის პარტიას შეასრულებს. 

თბილისის. ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 168-ე სეზონს 21 სექტემბერს  გახსნის. სეზონი ტრადიციულად   ზ. ფალიაშვილის ოპერით ,, აბესალომ და ეთერი,, გაიხსნება.  წელს  აბესალომის პარტიას ქუთაისელი ხელოვანი, წარმატებული მომღერალი  გიორგი სტურუა  შესარულებს. ეს მისთვის თბილისის თეატრში დებიუტი იქნება. 

"ყოველთვის მინდოდა ჩემი ქვეყნის პირველ თეატრში შემესრულებინა ჩემი ქვეყნის პირველი ოპერა, ეს საშუალება მომეცა.   აბესალომის პარტია ჩემი ცხოვრების მთავარი პარტიაა ჯერჯერობით. აბესალომის პარტია მე არაერთხელ მიმღერია ქუთაისის თეატრში. 4 წლის წინ მე შევასრულე საპრემიერო ჩვენებაზე და შემდეგაც მრავალჯერ მომიწია შესრულება. თბილისის თეატრში ეს ჩემი დებიუტია, იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა გაგრძელდება. რა წარმატებასაც უნდა მიაღწიოს მომღერალმა სხვა ქვეყნებში, უმნიშვნელოვანესია, საკუთარ ქვეყანაში წარმატება", - განაცხადა გიორგი სტურუამ.

ეთერის პარტიას ასევე ქუთაისელი მომღერალი ხათუნა ჭოხონელიძე შერასრულებს: "ეთერის პარტიას შეასრულებს ხათუნა ჭოხონელიძე, რომელიც არის ჩემი უახლოესი მეგობარი, მასთან ერთად ბევრ სპექტაკლში მაქვს ნამღერი ქუთაისის თეატრში. ორმაგად სასიამოვნოა, რომ თბილისის თეატრში ჩემს საყვარელ ოპერას ჩემს საყვარელ სოპრანოსთან ერთად შევასრულებ", - აღნიშნა მომღერალმა. 

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთი წარმატებული ქუთაისელი მომღერალი მარიტა მაჩიტიძე.

 გიორგი სტურუა ბოლო 3 წლის განმავლობაში მოსკოვის დიდი თეატრის დასში ირიცხებოდა. ცოტა ხნის წინ ის სანკტ პეტერბურგში გადავიდა. 2013 წლიდან გიორგი სტურუა ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტია. მას შესრულებული აქვს   პარტიები: ბერდო-  რ. ლაღიძის ოპერაში   "ლელა",  მინდია - ო. თაქთაქიშვილის ოპერაში- "მინდია'',  კანიო რ. ლეონკავალოს ''ჯამბაზებში'', აბესალომი ზ. ფალიაშვილის ''აბესალომ და ეთერი''.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა