|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მხატვარი ნამუშევრით ,,ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით'' საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

საერთაშორისო ფემინისტურ ფესტივალში ქუთაისელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალზე ლია უკლება ნამუშევრით ,,ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით'' მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი ტუნისში 7- დან 10 სექტემბრის ჩათვლით იმართება.

როგორც მხატვარი "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, ფესტივალზე "ქალთა ფონდი საქართველოში"-ს მხარდაჭერით და "გლობალური ქალთა ფონდის"  დაფინანსებით გაემგზავრება.

"ქალთა ფონდი საქართველოში"-ს მხარდაჭერით და "გლობალური ქალთა ფონდის"  დაფინანსებით გავემგზავრები. მიხარია, რომ მსოფლიო ქალთა ხმას ჩემი ხმაც შეუერთდება. დიდი მადლობა ამისთვის მხარდამჭერ ორგანიზაციებს",-განაცხადა ლია უკლებამ.

,,ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით'' ერთ-ერთი გახმაურებული ფემინისტურია ნამუშევარია, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა