|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ძიუდოისტმა გოგონებმა საქართველოს პირველობა მოიპოვეს

ძიუდოში საქართველოს პირველობა გაიმართა გოგონათა შორის.  ინდირა სილაგაძემ და ლოლიტა გაბუნიამ 7 თებერვალს თბილისში საქართველოს პირველობა მოიგეს.

ტურნირზე სულ 64-მა ძიუდოისტმა იასპარეზა. სპორტსმენებს დღეს სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულების მმართველმა კობა ფხაკაძემ უმასპინძლა და მომავალ ასპარეზობებზე წარმატებები უსურვა.

"სასიხარულოა, ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჩვენი ქალაქი ღირსეულად წარმოაჩინეს. წარმატებებს ვუსურვებ მათ და ვფიქრობ ,რომ ისინი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასევე ღირსეულად იასპარეზებენ, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად ხელს შევუწყობთ მათ." -აღნიშნა კობა ფხაკაძემ

ინდირა სილაგაძე და ლოლიტა გაბუნია მარტში ანტალიაში, ევროპის თასის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა