|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ტოიოტას მარკის ავტომობილს სამარშუტო ტაქსი დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა, ცუდი ამინდის გამო მომავალი ავტომობილი ვერ შენიშნა და დაეჯახა.

ავტომობილის მძღოლი 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. სამარშუტო ტაქსში მყოფი ორი ადამიანი კი დაზიანებებით საავამდყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა