|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი გახდება საერთაშორისო განათლების მნიშვნელოვანი კერა"-გიორგი კვირიკაშვილი

ქუთასის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოდის არა როგორც კონსულტანტი, არამედ როგორც პარტნიორი, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, ორი დღის წინ ქუთაისის უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი და ამით ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი ხდება ერთობლივი პროექტი მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ერთად.

„ეს არის ნაბიჯი, რაც ადასტურებს, რომ ქუთაისი გახდება საერთაშორისო განათლების მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს ისტორიულად იყო.  ეს არის ისტორიული მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განვითარებაზე არა მხოლოდ მომავალი წლების, არამედ გაცილებით უფრო დიდი პერიოდის მანიძილზე, ამიტომ გილოცავთ ამ ძალიან დიდი წარმატებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხარულია, რომ საქართველო თანდათან ხდება ძალიან პოპულარული არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ საკმაოდ დაშორებული ქვეყნებიდან ჩამოდის ძალიან ბევრი სტუდენტი განათლების მისაღებად.

„ქუთაისის უნივერისიტეტი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ინსტიტუცია მთლიანად ევროპაში. დარწმუნებულები ვართ ამ პროექტის წარმატებაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა