|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი იქნება ეკონომიკური, სივრცითი განვითარების ცენტრი" -ელეონორა არჩაია [R]

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი კახიანოურის ოლქში:ქუთაისი იქნება ეკონომიკური,სივრცითი განვითარების ცენტრი

,,ქალაქი ქუთაისი ჩემთვის არა მარტო ძვირფასი და მშობლიურია, არამედ სიმბოლურიც კი. ეს არის ქალაქი, სადაც ჩემი 5 შვილი დაიბადა. ამ ქალაქმა მომცა განათლება, პროფესიული გამოცდილება და ოჯახი. თითქოს მის წინაშე ვალში ვარ, რომ ვემსახურო და დავეხმარო განვითარებასა და გამოცოცხლებაში,"-  განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ,,კახიანოურის" ოლქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელეონორა არჩაიამ  მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„ მაჟორიტარი შვილებთან ერთად ნიკომარის, მოსკოვის, ახალგაზრდობის N92 და ფოთის N38 ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა, მოისმინა მათი პრობლემები და გააცნო წინასაარჩევნო  პროგრამა, რომ ქუთაისი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სივრცითი განვითარების ცენტრი. ქალაქი დაიბრუნებს ძველ დიდებას ამას გპირდებათ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა