|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი კი არის მარადიული ქალაქი, მაგრამ სამუშაო ადგილები ახლა გვჭირდება" - გიორგი თევდორაძე

ქუთაისი კი არის მარადიული ქალაქი ქალაქი,  მაგრამ სამუშაო ადგილები ახლა გვჭირდება" - აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენელი ქუთაისში გიორგი თევდორაძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ დაპირებული 60 000 ათასის ნაცვლად უნივერსიტეტმა მხოლოდ 264 სტუდენტი მიღება შეძლო. ეს კი ქუთაისის ეკონომიკის განვითარების წინაპირობა ვერ გახდება. 

"ქუთაისს ჭირდება განვითარების და პერსპექტივის რეალური შანსი რაც იყო საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. საერთაშორისო უნივერსიტეტი რასაც ვხედავთ, განვითარების ამ ტემპით სრულად 229 წლის შემდეგ ამოქმედდება. ამ ყველაფერს კი ჩემი კი არა,  ჩემი შვილიშვილის, უმცროსი გიორგი თევდორაძის თაობაც კი ვერ მოესწრება. მართალია,  გახარიამ ქუთაისს მარადისობა უწოდა, ქუთაისელები არა ვართ მარადიულები და გვინდა,  ჩვენი ქალაქის წინსვლა და წარმატება აქ და ახლა დაიწყოს," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა გიორგი თევდორაძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა