|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგმული ანძა საინტერესო ინსტალაციაა"

"ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგმული ანძა, რომელმაც ბევრი კითხვა გამოიწვია, რა თქმა უნდა, დროებითია და არის საინტერესო ინსტალაცია"- განაცხადა შოთა მურღულიამ ქალაქის ცენტრში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწყობილი ინსტალაციის შესახებ.

ქალაქის  მერის განცხადებით, ქუთაისი ღირსეულად აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.

"26 მაისს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის დამოუკიდებლობას, რადგან ამ დღეს რომ შევხვედროდით, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, ვუსურვო ძლიერი საქართველო ყველას. რაც შეეხება ქუთაისს, ღირსეულად აღნიშნავს ამ დღეს. სხვადასხვა კომპონენტით არის წარმოდგენილი, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს. ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა მოეწყო, ასევ დაიდგა საბავშო ატრაქციონები. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დადგმული ანძა, რომელმაც ბევრი კითხვა გამოიწვია, რა თქმა უნდა, დროებითია და არის საინტერესო ინსტალაცია"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, ასევე  საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოების.  ბულვარში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და გაიმართა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. რეაბილიტირებულ უბანში ენერგეტიკის სამინისტროს ღონისძიებები იმართება. დღის ბოლოს ღონისძიებებს გალა-კონცერტი დაასრულებს.

 

ამ თემაზე: ენერგეტიკის სამინისტრომ ქუთაისის ცენტრში ანძა დადგა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა