|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.

,,ორივე მანქანა დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა. ვერ დაიმორჩილეს საჭე და ავარიის მიზეზიც ეს გახდა”, - აცხადებენ თვითმხილველები.

შსს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

გამოძიება კი 276 მუხლით მიმდინარეობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო ორი დაშავებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ისინი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

 

ipn.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა