|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ ჭოგნართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია ერთი პირი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ქუთაისის სამედიცინო კლინიკაში გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არასრულწლოვნები არიან.


შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო, სამაშველო და სასწარფო სამედიცინო ბრიგადები.
ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია.

შსს-ში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ჯერ უცნობია დაშავებულების მდგომარეობა.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი