|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #32 საჯარო სკოლაში მამამ შვილი ცემა

ქუთაისის #32 საჯარო სკოლაში მამამ შვილი ცემა. შემთხვევა 30 ნოემბერს მოხდა. მამამ მეცხრეკლასელ გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა  სკოლის ეზოში მიაყენა.

სკოლის დირექტორის ჯეირან კოღუაშვილის განცხადებით, აღნიშნულ სკოლაში სამი დედ-მამიშვილი სწავლობს. მამამ მეცხრეკლასელი გოგონა მეორეკლასელი დის გამო ცემა.

„შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც გავიგეთ, მეორე კლასელ დას კისერზე რაღაც დალურჯება ჰქონდა, რის გამოც მშობლის დაბარება გახდა საჭირო. ბავშვმა განაცხადა, რომ თითქოს მას სახლში მეზობლის ბიჭი მოეფერა და აკოცა, რის გამოც სხეულზე სილურჯე დარჩა. მამამ მეცხრეკლასელი გოგო უყურადღებობის გამო ცემა“-განაცხადა დირექტორმა.

სკოლის დირექციამ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა მანდატურის სამსახურს. ასევე მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. მშობელი, რომელმაც ბავშვი ცემა, დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა